მომღერალმა თიკა ჯამბურიამ ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა:
„რაც ნინა გაჩნდა, მას მერე მარტოხელა დედა ვარ და არც ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვრო. რაც ნინა დაიბადა, მე და ბექას ერთი დღეც არ გვიცხოვრია ერთად. ასე რომ, არ ვიცი, რა არის ეს. ჩემი შვილისთვის, ნინასთვის დედაც მე ვარ და მამაც. ბაღში უთხრეს, შენი ოჯახი დახატეო და მხოლო მე დამხატა. ეგოისტურად გამომდის, მაგრამ მიხარია, რომ ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ და ხედავს, რომ მე ვარ მისი ოჯახი.
– ბექა ხოფერიას აპატიეთ?
– ბექას ჩემი პატიება არ სჭირდება, ცხოვრება ანახებს ყველაფერს, რაც მე გადავიტანე და გამოვიარე იმ პერიოდში. ღმერთმა ქნას, ბექამ არასდროს გამოიაროს ის ტკივილი, რასაც მე გავუძელი. ეს ყველასთვის ურთულესია, მით უმეტეს, კაცისთვის. ისინი ქალებზე ბევრად სუსტები არიან.
მომღერალი თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია ერთმანეთს სამი წლის წინ დაშორდნენ. ბექამ მეორე ცოლი მოიყვანა. თიკას და ბექას ერთი შვილი, 4 წლის ნინა ჰყავთ.
წყარო: სარკე