თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.