წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ავტოავრიის შედეგად 4 ახალგაზრდა მსუბუქად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.