[su_quote] პირველი აცრის მერე ძალიან ნუ გავთამამდებით იმიტომ, რომ ერთხელ აცრილებს, შესაძლებელია, ისევ დაემართოთ. 100 000-ზე მეტი ადამიანი აცრილია და 300-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ერთხელ აცრილებს დაემართათ კოვიდი. მართალია, აბსოლუტურ უმრავლესობაში მსუბუქად მიდის, მაგრამ მაინც დაემართათ. [/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ metronome.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.