ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქალბატონებო! ნუღარ გეშინიათ ღამის ტაქსის” – მოძალადეობაში ეჭვმიტანილი ტაქსისტი დაკავებულია

გოგონა, რომელმაც ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია მოძალადე ტაქსისტის შესახებ და მისი თქმით, ახლობელი ქალბატონის გაუპატიურება სცადა, ფეისბუქზე წერს, რომ ეს ტაქსისტი უკვე დაკავებულია.

“მეგობრებო, ნაცნობებო და ჩემთვის უცნობო ადამიანებო, მინდა ყველას გაცნობოთ რომ ის არამზადა ტაქსის მძღოლი (რომლის სახელს და გვარს მოგვიანებით გავაგებინებ ყველას) დღეს იქნა დაკავებული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ჩემი პოსტი წაიკითხა და გულთან მიიტანა. უამრავი ადამიანი მწერდა პირადში და მოწოდებული ინფორმაცია ძალიან დაეხმარა გამოძიებას, რომ დროულად მომხდარიყო ამ ადამიანის იზოლაცია საზოგადოებისაგან. მინდა შეგატყობინოთ, რომ ქალბატონებს რომლებიც ამ ამბით იყვნენ შეწუხებულები და ეს პიროვნება აყვანილია და აღარ შეგეშინდეთ ღამით ტაქსით მოძრაობა, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დიდი დიღმის პოლიციის ქვეგანყოფილების ყველა თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმეზე და განსაკუთრებით გამომძიებელს ჭოლა ღლონტს. იმედია ბოლომდე იზეიმებს სამართლიანობა და ეს “არსება”, რომელსაც ცოლიც, შვილებიც და შვილიშვილებიც კი ჰყოლია თურმე, იქნება სათანადოდ დასჯილი ჩვენი სასამართლოს მიერ და მიიღებს შესაბამის სასჯელს” – წერს ფეისბუქზე ელე სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებები ტაქსის მძღოლთან დაკავშირებით, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.

 

იტვირთბა....