ახალი ამბები

შხამიანი გველის კბენისას, როგორ გავუწიოთ ადამიანს დახმარება და რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დროს

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, ხშირია გველების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები და ამ დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი და ასევე შხამიანი გველის დაკბენისას როგორ მოვიქცეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტრონომი ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს ესაუბრა.

“პირველ რიგში, უნდა გაირკვეს შხამიანი გველის ნაკბენია თუ არა. შხამიანი გველის ნაკბენს აქვს ორი ცალი ნემსისებური ნაჩხვლეტი, შეიძლება ეს ერთი ნაჩხვლეტიც იყოს. არაშხამიანი გველის დაკბენილი არის მრავლობითი ნაჩხვლეტები, ანუ ბევრი წვრილი, ნემსისებური ნაჩხვლეტი. როდესაც გაირკვევა, რომ შხამიანი გველის ნაკბენია, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება.

უმჯობესია ამ დროს ვიყოთ უძრავ მდგომარეობაში, რადგან სისხლის მიმოქცევა სწრაფად არ მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, შხამის გადაადგილება ნელა მიდის. უნდა მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სითხე, არა ალკოჰოლური. სითხე ანეიტრალებს შხამს, ალკოჰოლური სასმელი კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ გამოვიყენოთ ლახტი, არ მოვახდინოთ დასერვა, ამოწოვა. ძველად, ეს ყველაფერი თითქოს შველოდა, არადა პირიქთ მოქმედებს რეალურად. თუ კბენის შემდეგ ალერგიული ფონი განვითარდა, უნდა მივიღოთ ანტიჰესტამინური რაიმე საშუალება, მაგალითად დექსამეტაზოლი”, – თქვა შოთა ზანდუკელმა მეტრონომთან.

ამ საკითხზე უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

იტვირთბა....