ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სააკაშვილის ქარიზმატული გამოსვლა ანტიკორუფციულ ფორუმზე (ვიდეო)

 

.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში გამართულ ანტიკორუფციულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მან კორუმპირებულებს მიმართა “უკრაინა თქვენი მეწველი ძროხა არ არის! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგი წაგართვათ და დავუბრუნოთ უკრაინელ ხალხს”.

სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებში კორუმპირებულთა წმენდის მიზნით ახალი სახალხო მოძრაობის დაწყება დაანონსა და განაცხადა, რომ ამ მოძრაობის წევრები ჩავლენ უკრაინის ყველა ქალაქში, რათა ხალხთან ერთად გაწმინდონ კურუმპირებულებისგან უკრაინის ხელისუფლება.

“წლებია უკრაინის ზედა ეშელონებში ერთი და იგივე ხალხია. ისინი მობეზრდა უკრაინელ ხალხს. მე მგონია, რომ მათ ერთმანეთიც კი მობეზრდათ. მათ აქვთ ერთობლივი შავი ბიზნესი, მათ აქვთ ერთობლივი ინტერესები, ერთობლივი ანგარიშები ოფშორულ ზონებში, ამიტომ ვერ ელევიან, ვერ შორდებიან ერთმანეთს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილს გამოსვლა რამდენჯერმე აპლოდისმენტებით შეაწყვეტინეს. აღსანიშნავია, რომ Financial Times-ის მონაცემებით, რომელიც უახლეს სოც-კვლევას ეყრდნობა, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან დაპირისპირების შემდეგ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს პოპულარობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და მისი რეიტინგი ორჯერ აღემატება თავად პრეზიდენტ პოროშენკოს რეიტინგს.

იტვირთბა....