სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის შექმნა და იქ საერთო კანდიდატია საჭირო. ამბობს ვაშაძე ჟურნალისტებთან.
“მე ვემხრობი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების ფორმულას. გამარჯვების ფორმულა არის მესამე მძლავრი მიზიდულობის ცენტრის შექმნა და იქ საერთო კანდიდატი. თუ შეთანხმება იქნება, უნდა იყოს ყველაფერზე – სადღაც ვთანხმდებით, სადღაც არა – ნაკლული შეთანხმება იქნება. გულწრფელად გეუბნებით, რომ ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა”,- ამბობს ვაშაძე.