დამოუკიდებელი ოპოზიციონერი ტარიელ ნაკაიძის თქმით, პარლამენტში შევა და სააშკარაოზე გამოიტანს ისეთ თემებს რომელიც აქამდე არ გამოტანილა. ამის შესახებ ნაკაიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“ერთ-ერთი მთავარი ღერძი უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა იქნება და გამოვიტან სააშკარაოზე იმ ტკივილებს, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოდის ხოლმე და შევეცდები, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული წვლილი შევიტანო. სწორედ ამან მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება”,- ამბობს ნაკაიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპულმა საქართველომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, ტარიელ ნაკაიძემ თავისი მანდატი გამოიყენა, ევროპული საქართველოდან წამოვიდა და პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით გააგრძელებს.