ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის

ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შედის.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია საპარლამენტო მუშაობაში ჩართვას არ აპირებს და სწორედ ამ საკითხზე გაიყო მათი და ტარიელ ნაკაიძის გზები.

გადაწყვეტილება პარტიაში პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ევროპულმა საქართველომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო — პარლამენტში არ შედის. ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

“დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს ან დატოვებს პარლამენტს”,- ამბობს ბობოხიძე.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპული საქართველო იმ ორ მანდატს არ გამოიყენებს რაც აქვთ და პარლამენტში არ შევა.

იტვირთბა....