ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი წავიდა…

“ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლება. ბიძინა ივანიშვილმა კარგი მაგალითი მისცა საზოგადოებას თუ როგორ უნდა მოხვიდე და როგორ უნდა წახვიდე. მე გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობა. მე მადლობა მინდა გავადუხადო ყველას, მათ შორის ჩემს მეუღლეს, ჩემს ოჯახს. მე ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ, რიოგით ჯარისკაცად და წარმატებას ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს” – განაცხადა უკვე ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის ჩატარებულ ბრიფინგზე.

გადადგომის მიზეზებზე ღარიბაშვილს ბევრი არ უსაუბრია. მან თქვა, რომ მისთვის თანამდებობა თვითმიზანი არ ყოფილა.

“ ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, მოგესალმებით. მოგეხსენებათ ყველა ადამიანს თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვს. დღემდე თითოეული ჩემი ნაბაჯი იმ  პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობდა, რასაც ჩემი არჩეული ნაბიჯი მაკისრებდა, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერისა თუ პოლიტკაში წასვლის შესახებ. მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ხალხის გამარჯვებით დასრულდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე. ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდა, კანინიერება და ჰუმანურობა, მოქალაქეებს თავსუფლება და ღირსება დავუბრუნეთ.

დღეს ისე როგორც არასდროს ადამიანზე ორინტირებული და პრაგმატული პოლიტიკით ყალიბდება ეროვნული საფუძველი აფხაზ და ოსეთ ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

მას შემდეგ რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და პოპულარობს ზენიტში დატოვა თანამდებობდა, შექმნა მაგალითი, როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა სასარგებლო საქმე დროული მოსვლით და წასვლთ. გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ხელისუფლებაში ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი. ეს ჩემთვის უბრალოდ საშუალებაა ვემსახური ჩემს ქვეყანას. თანამდებობები დროებითია, მარადიული უფალი და სამშობლოა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ მინისტრის თანამდებობა. მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერს.”

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, ერთგულ თანამებრძოლებს, განსაკუთრეული მადლობა გადაუხადა მეუღლეს და შვილებს. “ჩემი მეუღლის, ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი ყველაზე ძვირფასი საქმე, ხალხის და ქვეყნის სამსახური მეკეთებინა. მე დღეს ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები მის ერთგულ ჯარისკაცად, ღმერთი იყოს მისი მფარველი.”-განაცხადა უკვე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტმა 7 დღის ვადაში უნდა დაასახელოს ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურა. ვარაუდობენ, რომ ამ თანამდებობას ვიცე-პრემიერი,  გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.

იტვირთბა....