ქართული ოცნების წევრის, სოზარ სუბარის თქმით, დმანისში მომდარი ჩხუბი არის გაუგებრობა და წუთიერი აღელვება. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“დაპირისპირებული მხარე არ არსებობს, ყველა ერთნი ვართ, ადამიანებთან მიდის მუშაობა. საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული. შეხვედრებს ვაგრძელებთ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ის, რაც მოხდა, არასწორი იყო და გაუგებრობა. წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი”,- ამბობს სუბარი.
ცნობისთვის, ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, კონფლიქტი ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის, გუშინ, 16 მაისს დაახლოებით ხუთ საათზე დაიწყო. დაპირისპირება რამდენჯერმე გამწვავდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი.