ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: ეკლესია არავის ეწინააღმდეგება და არავის ებრძვის

დეკანოზი შალვა კეკელიას თქმით, ეკლესია არავის ეწინააღმდეგება და არავის ებრძვის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ყველა ეკლესიის შვილია. ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ერთ რამეს, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის სიწმინდის დღეს ოჯახის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. ნებისმიერი ცოდვა, რომელიც ადამიანს რყვნის და ანადგურებს, ქრისტიანისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ოჯახი არის სიმყარე, სიმტკიცე. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ცოდვაში არიან, იქედან უნდა გამოვიყვანოთ. ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, პირიქით, ცოდვის წინააღმდეგ ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანმხდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ჩვენს ქვეყანაში”,- ამბობს დეკანოზი.

იტვირთბა....