aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ფინანსთა მინისტრი: აპრილში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, აპრილში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

„საბიუჯეტო ნაწილში წლის განმავლობაში შესაძლებელია დაგვჭირდეს ბიუჯეტის კორექტირება და ამაზე მაშინ ვისაუბრებთ, როცა მეტი სურათი გვექნება, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების და ეკონომიკური აღდგენის ნაწილზე. მარტში ეკონომიკური ზრდა იყო 4%, რაც დაგეგმილ პარამეტრზე უფრო მაღალი მაჩვენებელია. ასევე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით აპრილში, თუმცა ამის ძირითადი ნაწილი იქნება საბაზისო ეფექტი და ისიც, რომ შარშან ლოქდაუნი იყო ამ პერიოდში და მაღალი შემცირება იყო. ველოდებით კიდევ უფრო მაღალ ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ იმაზე მეტად არის გაზრდილი როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების შეფასებასთან შედარებითაც კი, რომლებმაც გარკვეულწილად კონსერვატიულად შეაფასეს საქართველოში ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან დღესვე მთავრობის ახალი პროექტ „განახლებული რეგიონების“ შესახებ ისაუბრა:

„პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად, ყველა რეგიონში ხორციელდება, ის გულისხმობს პირველ ეტაპზე 500 მლნ-იანი განახლების გეგმას. რეგიონალური ინფრასტრუქტურის ნაწილში გათვალისწინებულია 320 მლნ ლარამდე, რომელზეც ტენდერების ნაწილი გამოცხადებულია, ნაწილზე გამოცხადდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ეს არის ბიუჯეტში არსებული ის თანხები, რომლებზეც მოხდა ეკონომიები, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც არის ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული იყო ისეთი ტიპის ხარჯებისთვის, რომელიც გამოთავისუფლდა ინფრასტრუქტურაში დასახარჯი რესურსებიდან. შესაბამისად, აქ ვერ დადგებოდა საკითხი ისე, რომ სხვა მიმართულებით მომხდარიყო ამ თანხების განკარგვა. თანხების მიზნობრიობა იყო ის, რა მხრივაც იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. პროექტები როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.

წყარო: bm.ge

იტვირთბა....