ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია უკრაინაში სააკაშვილთან შესახვედრად წავიდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში წავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური მეტრონომს უდასტურებს.

როგორც პარტიაში გვითხრეს, ექსპრეზიდენტთან განხილვის მთავარი თემა იქნება ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები, სამომავლო გეგმები და ასევე პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხიც, რადგან ყველაზე აქტუალური საკითხი პარტიის შიგნით და მის გარეთ, სწორედ ეს არის.

პარლამენტში უკვე შევიდნენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი. შესვლაზე უარს აცხადებს ნაციონალური მოძრაობა, თუმცა, ამ დროისთვის შესვლის საკითხი პარტიაში განიხილება და მათი ნაწილი მომხრეა.

 

იტვირთბა....