ახალი ამბები მთავარი სპორტი

ანორთოსისმა ქეცბაიას ხელმძღვანელობით კვიპროსის თასი მოიგო

ფამაგუსტას ანორთოსისი, რომელსაც ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია წვრთნის, კვიპროსის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში ანორთოსისმა ნიქოზიის ოლიამპიაკოსი დამატებით დროში დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. 110-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვლითაიამ გაიტანა.

ქეცბაიას გუნდში სრულად ითამაშეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი ლორიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ, ხოლო მურთაზ დაუშვილმა მხოლოდ 45 წუთი გაატარა მოედანზე.

ანორთოსისმა 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. აღსანიშნავია, რომ გუნდს მაშინაც ქეცბაია წვრთნიდა.

იტვირთბა....