დედაენის ბაღში LGBTQ-ის წარმომადგენლები მართავდნენ პერფორმანს აქციას, რა დროსაც მოვიდა საზოგადოება ზნეობას ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი და ყუთი გადაალეწა ერთ-ერთ აქტივისტს თავზე. ამის შესახებ ადგილიდან მეტრონომის კორესპონდენტი იუწყება.
როგორც პოლიციის თანამშრომელმა მეტრონომს უთხრა, ამ დროისთვის, გურამ ფალავანდიშვილინ გადაყვანილია საპატრულო პოლიციის განყოფილებაში. აქტივისტები ითხოვენ ამ ადამიანის დაკავებას.