ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოცირიძე 15 მაისის აქციაზე: ხალხი მოვიდოდა, გრანდიოზული იგეგმებოდა, მაგრამ გადაიდო

15 მაისს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაანონსებული აქცია პარტიის თავმდჯოამრემ გააუქმა. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს ამ აქციის ჩატარების აუცილებლობა აღარ არის. როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ მეტრონომთან თქვა, აქცია რომ ჩატარებულიყო, ის აუცილებლად მიიღებდა მასშტაბურ სახეს.

“რა თქმა უნდა, ხალხი მოვიდოდა, გრანდიოზული აქცია იგეგმებოდა, ასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შეცვლილი გარემოების გამო, ეს გადაიდო. ხალხის რაოდენობა ბევრად გაზრდილი იქნებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა თუ პარლამენტში შევიდა, ეს აქციები არ იქნება. გაიმართება, როგორ პარლამენტში, ისე მის გარეთაც”, – თქვა გოცირიძემ მეტრონომთან. 

15 მაისს, თბილისში, ნაციონალური მოძრაობა მასშტაბური აქციის გამართვას აანონსებდა, რომელიც აღარ გაიმართება.

იტვირთბა....