საზოგადოება ზნეობას ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი 15 და 23 მაისს დაგეგმილ ნამოხვანჰესისი საწინააღმდეგო აქციებს უერთდება. ფალავანდიშვილის თქმით, მთავარი ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაა, თუმცა 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აუცილებლად გააპროტესტებს და თბილისი პრაიდის ოფისთან ლგბტ დროშას კვერცხებს დაუშენს. ამის შესახებ მან პრაიმტაიმს განუცხადა.
“მე მხარს ვუჭერ ხვალინდელ სტუდენტების აქციას, ეს გუმათთან შეთანხმებით ტარდება და ჩემი შვილიც არის ჩართული მასში, თუმცა მე ვერ მივალ, რადგან მთავარი აქციისთვის ვინახავ თავს, 23-ში რომ გაიმართება. ვფიქრობ, ძალები უნდა დავზოგო.
რაც შეეხება, უნდა ეკუთვნოდეს თუ არა მიწა სახელმწიფოს, ნამახვანის შემთხვევაში, ეს არის ერის ღალატი და ქვეყნის ოკუპაცია, რადგან სახელმწიფომ ეს მიწა აჩუქა სხვას და ეს ოკუპაციაზე უარესია.
მე ლევან ვასაძესაც ვუჭერ მხარს, თუმცა 16-ში არც იქ მისვლას ვაპირებ, ვფიქრობ, ჯობია მხოლოდ ნამახვანის აქციაზე გამოვჩნდე, ამდენი დრო სად მაქვს, ყველაფერი დროსა და ენერგიას მოითხოვს. შეიძლება გუმათში ჩავიდე მანამდე, სხვა აქციებზე არ ვაპირებ მისვლას.
ერთადერთი, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ვაპირებ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შეიძლება მრევლიც წამოვიდეს, პეროვსკაიაზე მისვლას, ის ელჯიბიტი დროშა უნდა ჩამოვხსნა, ერთხელ კი ჩამოვხსენი, მაგრამ ახლა მესამე სართულზეა და რას მივწვდები, ამიტომ იქნებ კვერცხები მაინც დავუშინო, მაგრამ პატრულმა ამის გამო შეიძლება დამაჯარიმოს, მოკლედ სავარაუდოდ 17-ში დაპირისპირებას ვერ ავცდები. თუმცა, მთავარი მაინც 23-ის აქციაა, რომლის სულისკვეთებასაც ბოლომდე ვიზიარებ“, – ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.
რიონის ხეობის მცველების განცხადებით, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.