aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ჯორჯ ველტონი “ნამახვანჰესზე”: პროექტი, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს, საფრთხეშია

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისკენ”, – ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა GREDA-სა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საბჭოს შექმნა დააანონსეს, რომლის მიზანიც საქართველოში ენერგეტიკული საკითხის განხილვა და დარგის მუდმივი მონიტორინგი იქნება.
შეხვედრაზე მთავარი საკითხი “ნამახვანჰესის” პროექტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები იყო. საუბარი შეეხო შეჩერებულ ინვესტიციებსაც, რომელიც ენერგოსექტორს აზიანებს.

“ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი პროექტი საფრთხის წინაშეა – პროექტი, რომელმაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა უნდა მოუტანოს. ჩავთვალეთ, რომ თუკი შეიქმნებოდა საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შევლენ დამოუკიდებელი, ნეიტრალური ექსპერტები, ვფიქრობთ, საზოგადოება ჩვენი მუშაობის შედეგად სწორ პოზიციას დაიკავებს.

საქართველოს მიზანი დასავლური სტანდარტების დანერგვა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაა. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომლის მიზანიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაა, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე”, – განაცხადა ჯორჯ ველტონმა.

წყარო: BM.GE

იტვირთბა....