“ჩემი ჰობი, გარდა პოლიტიკისა, არის დიზაინი, ამიტომ, არა მხოლოდ საქართველოში ვიმოსები, არამედ დიდი ნაწილი ჩემი ჩაცმულობისა არის ჩემივე დახატული”, – ასე უპასუხა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტის კითხვას TV პირველის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად იმოსება სალომე სამადაშვილი, პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ ურჩევნია მისი პოლიტიკური აზრები იყოს განხილვის თემა ვიდრე მისი ჩაცმულობა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი სამოსის დიდი წილი საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია.