ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლოდიში ბენ გურიონის აეროპორტი შემსვლელი ფრენებისთვის დაიკეტა

ლოდიში ბენ გურიონის ცენტრალური აეროპორტი შემსვლელი ფრენებისთვის ჩაიკეტა. ამ აეროპორტში შემსვლელი თვითმფრინავები კი ელიატის გვერდით, რამონის აეროპორტში დაეშვებიან. ამის შესახებ Timesofisrael იუწყება.

შეზღუდვის მიზეზი ღაზას სექტორიდან გამოსროლილი ჭურვები გახდა, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ბენ გურიონის აეროპორტის მახლობლად დაეცა. ამას დაერთო ისიც, რომ აშშ-მ ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

United Airlines, American Airlines და Delta Airlines-მა განაცხადეს, რომ თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.

შეცვლილი გეგმის თანახმად, ქვეყანაში შესული მგზავრები ბენ გურიონის ნაცვლად რამონის აეროპორტში ჩამოვლენ. ცარიელი თვითმფრინავები კი ბენ გურიონის მიმართულებით გაფრინდებიან, რათა მგაზვრები აიყვანონ და საზღვარგარეთ შესაბამისი მიმართულებით გაფრინდნენ.

ახალი გეგმა მიზნად ისახავას ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ფრენებისთვის საჰაერო დერეფნის გაფართოებას, რათა რომელიმე ერთ წერტილში მგზავრებით სავსე თვითმფრინავების რაოდენობა მინიმუმადე დაიყვანოს. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ შემცირდეს ღაზას სექტორიდან თვითმფრინავების მიმართულებით გასროლილი რაკეტების რისკი.

რაც შეეხება სატვირთო და კერძო თვითმფრინავებს, მათი დაშვება ბენ გურიონის აეროპორტში ნებადართულია.

როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სიტუაციაა ახლა ისრაელში, იხილეთ აქ:

როდის და რატომ დაიწყო ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

იტვირთბა....