ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიციის მიერ დაანონსებული 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ჰანმარტებით, ახლა ვითარება სრულიად შეცვლილია და რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს.
“ვითარება არის სრულიად შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევას ამ ეტაპზე. 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. ამ ეტაპზე ეს მგონი ისედაც ცხადი იყო”, – თქვა მელიამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები 15 მაისს მასშტაბურ, შემაჯამებელ აქციას გეგმავდნენ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. შეთანხმება ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის 19 აპრილს, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შედგა. დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა.