ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ისრაელში არაბ და ებრაელ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი სამოქალაქო პირი დააკავეს

ისრაელ-პალესტინას შორის საჰაერო თავდასხმების პარალელურად, ოთშაბათს ღამით ისრაელის რამდენიმე ქალაქში არაბული და ებრაული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა მანქანებს, ბისნესებსა და ხალხს თავს დაესხა. განხორციელებული თავდასხმების შედეგად 400-ე მეტი სამოქალაქო პირი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, არეულობის მონაწილეებმა ერთ-ერთი მოქალაქე მანქანიდან გამდოიყვანეს, სასტიკად სცემეს და ბოლოს ქუჩაში დაგდებული მიატოვეს.

პოლიტიკოსებმა ქალაქებში მიმდინარე სამოქალაქო არეულობა ერთხმად დაგმეს. ისრაელის პრემიერმინისტრმა ნათანიაჰუმ აღნიშნულ სიტუაციას აუტანელი უწოდა.

“არაფერი ამართლებს არაბების ძალადობას ებრაელების წინააღმდეგ და ასევე, არაფერი ამართლებს ებრაელების ძალადობას არაბების წინააღმდეგ”, – განაცხადა ნათანიაჰუმ.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანა “ორ ფრონტზე იბრძვის”.

დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ქალქებში სასაზღვრო პოლიციის ძალებს გააძლიერებენ, რათა ქალაქებში არსებული არეულობა მოაგვარონ.

როდის და რატომ დაიწყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი

იტვირთბა....