ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზალაკალიანი: საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში აღმასრულებელ დონეზე პირველად დაფიქსირდა ტერმინი ოკუპანტი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე წელს მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. სწორედ ამ წლის გადაწყვეტილების თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში პირველად დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია.

” 2014  წლიდან ყოველწლიურად ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამ წლის გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო, რადგან პირველად, საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, აღმასრულებელ დონეზე დაფიქსირდა ისეთი მნიშვნელოვანი ტერმინი, როგორიცაა ოკუპაცია. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ მინისტრთა კომიტეტი ასევე  მიესალმება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებას საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაცია, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე. კერძოდ, საქართველოს მოქალქეების მკვლელობაში, წამებაში, არასათანადო მოპყრობასა და უკანონო დაკავებაში, ქართველების სახლების ძარცვასა და დაწვაში, ეთნიკური ნიშნით არასათანადო მოპყრობაში, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელყოფაში. ასეთი მკაცრი შეფასება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იშვიათია რომ მოიძებნოს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პირდაპირი მოწოდებაა რუსეთისადმი, მოხსნას ყველა დაბრკოლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეზე დამნაშავეები მიეცენ პასუხისგებაში. ასევე, არის მოწოდება, დაუყოვნებლივ გაიხსნას ე.წ. დაბლოკილი გადასასვლელები და ხალხს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება.

“გადაწყვეტილებაში, ასევე, ხაზგასმულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობის შესახებ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დააწესოს შემზღუდავი ზომები ადამიანის უფლებათა სერიოზულ დამრღვევებზე პასუხისმგებელთა მიმართ, მიესალმება და ასევე, ეს იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც მოხდეს ამ თემაზე გამოხმაურება”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისი თქმით, არის მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იტვირთბა....