[su_quote] პრაქტიკულად, მე უკვე ჩემი ჩამოყალიბებული, პოზიცია მაქვს. ამ პოზიციას ახლა მე უბრალოდ გასაგები მიზეზების გამო საზოგადოებას არ გავაცნობ იმიტომ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში მე არგუმენტებს ვისმენ, მეგობრები ჩემს არგუმენტებსაც ისმენენ და შევაჯერებთ ამ განსხვავებულ პოზიციებს. დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვის კონსოლიდირებულ პოზიციას გამოვიტანთ გადაწყვეტილების სახით. გაყალბებულ პარლამენტში შესვლის მომხრეებსაც და არ შესვლის მომხრეებსაც, რა თქმა უნდა, წონადი არგუმენტები აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარტიამ უნდა მიიღოს ყველაზე რაციონალური, პრაგმატული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ფაქტორი [/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა.