ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით მსჯელობა არის.

გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილის შესაძლო შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.

რამდენიმე წუთში ღარიბაშვილი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ამ საკითხზე, კონკრეტულ მიზეზებზე ჩვენი სააგენტო „მეტრონომი“ მუშაობს და სხვა პოლიტიკოსების კომენტარებს  მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....