საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მემორანდუმის საფუძველზე მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
აღნიშნულით კობახიძე 13 მაისს ჩანიშნულ გიგი უგულავას სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
„თუ ვინმეს წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ვინ ვის მოერეოდა, ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც შეეხება გამოძიებას, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ყველაფერს დაადგენს გამოძიება ისევე, როგორც მელიას შემთხვევაში დაადგინა.