ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვარლამ გოლეთიანი: 23 მაისს უნდა ვიყოთ კრიტიკული უმრავლესობა

რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა  განაცხადა, რომ 23 მაისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე უნდა მივიდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ ხელისუფლებას ძალა აჩვენონ.

“23 მაისს უნდა ვაჩვენოთ ძალა ხელისუფლებას. ეს იქნება ძალა, რომელსაც ის ვერ დაძლევს. უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი, კრიტიკული უმრავლესობა”, – განაცხადა გოლეთიანმა.

გარდა ამისა, რიონის ხეობის მცველის თქმით, მათ კომუნიკაცია აქვთ ქართველ ემიგრანტებთან, რომლებისგანაც მხარდაჭერას გრძნობს და აღნიშნა, რომ ერთად დგომით უდიდესი შედეგია მიღწეული.

 

იტვირთბა....