მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ.
ამის შესახებ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპერატიული საბჭოს უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144“, – განაცხადა ღიბრაძემ.

