ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ადვოკატი: მელია როგორც დაიჭირეს პოლიტიკურად, ისე პოლიტიკურად გაუშვეს

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პროცესია და როგორც დაიჭირეს ნიკა მელია პოლიტიკურად, ისე პოლიტიკურად გაუშვეს.

“მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ჰოი, საოცრებავ, როგორ დაემთხვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა. დღეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვაქვს.  ამან დაადასტურა, რომ ეს არის არა სასამართლო, არამედ პოლიტიკური პროცესი.”, – განაცხადა ადვოკატმა.

ამ წუთებში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნიკა მელიას გათავისუფლებას ელოდებიან.

იტვირთბა....