ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სიტუაციის კონტროლს მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ახერხებს.
“დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მესამე ტალღას ახასიათებს უფრო მაღალი დადებითობის მაჩვენებელი”, – განაცახდა ნათია ტურნავამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 24 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1439.
რაც შეეხება შეზღუდვებს, ქვეყანაში უკვე მე-7 თვეა კომენდანტის საათია გამოცხადებული, კვების ობიექტები შაბათ-კვირას არ მუშაობენ, კომპანიების უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადასული, გასართობი ცენტრები არ მუშაობენ, ტურიზმის სექტორი სრულად გაჩერებულია.