ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე ოპოზიციის ოცნებასთან ხვალინდელ შეხვედრაზე: მაგრად მომზადებული მივდივართ

სტრატეგია აღამშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციამ შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკითხები დეტალურად გაიარა. ვაშაძე იმედოვნებს, რომ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა იმისთვის, რომ შეცვალონ საარჩევნო გარემო.

“შევჯერდით ბევრ კონკრეტულ ცვლილებაზე, რომელსაც ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტი, გაეროს, ეუთო ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მაგრად მომზადებული მივდივართ ხვალ. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც გვექნება იმისთვის, რომ მართლა ისე შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მეტი ნდობა გვქონდეს.

გულწრფელად გეტყვით, რომ ოქტომბერში, ძალიან რთულია უცებ ყველა ვენდობოდეთ საარჩევნო გარემოს, მაგრამ უნდა შევქმნათ პირველი პრეცენდენტი, რომ ნდობისკენ მიდის საზოგადოებრივი განწყობა. ამისთვის ტექნოლოგიური ინოვაციები ბევრი გვექნება, ასევე არის დავების განხილვა, კომისიის წევრები, პროცედურები. გავიარეთ დეტალურად მთლიანად საარჩევნო კოდექსი და მომზადებული მივდივართ და მიხარია, რომ როგორც იქნა საქმეზე გადავედით და აღარ არის ზედაპირული საუბარი” , – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, დღეს ლელოს ოფისში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ოპოზიციურმა პარტიებმა დახურული შეხვედრა გამართეს.

იტვირთბა....