სალომე სამადაშვილის თქმით, მან ნაციონალური მოძრაობა უკვე დატოვა. ამის შესახებ სამადაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.
“ველოდები, რომ ნიკა გამოვა საპატიმროდან და ამის შემდეგ ჩემი ოფიციალური განცხადება პარტიის დატოვების შესახებ ცხადია ექნება უკვე მიღებული შესაბამისად პარტიის თავმდჯომარეს, თუმცა შეიძლება ითქვას რომ მე უკვე დავტოვე პარტია,” – თქვა სამადაშვილმა.
ცნობისათვის, სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწერა. ნაციონალური მოძრაობა, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების დოკუმენტს არ შეუერთდა.