aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

სამადაშვილი: ნაცმოძრაობა საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული, რის გაკეთებას აპირებს

ჩემი ბუნებრივი ადგილი არის იმ ადამიანებთან ერთად, პროდასავლური, დემოკრატიული ღირებულებების ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული, რის გაკეთებას აპირებს, ამიტომ, თავს შევიკავებ კომენტარისგან. ნაციონალურმა მოძრაობამ უარით, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე, საკუთარი საერთაშორისო იმიჯი და საერთაშორის ასპარეზზე საკუთარი პოზიციები, ვერ ვიტყვი, რომ გააუმჯობესა. მე ვიქნები იქ, სადაც არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის. ბევრი საინტერესო ადამიანი არსებობს ამ ფრონტზე, დღეს ჩვენს ქვეყანაში და მათთან ერთად, ბევრი საინტერესო შესაძლებლობებიც იქნება მომავალში
aviabiletebi
ავიაბილეთები

ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა TV პირველის ტელეწამყვანის კითხვას, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება ვიხილოთ სამადაშვილს. 

იტვირთბა....