საზოგადოება

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც უსიტყვოდ ესმით ქალის

სასწორი – თვალისმომჭრელი ღიმილი, კარგი გემოვნება, დახვეწილი მანერები და უნარი ყველას მოაწონოს თავი გარშემო. აი, ის უმთავრესი უპირატესობა, რომლითაც სასწორი მამაკაცი გამოირჩევა. თუმცა, ქალების ფსიქოლოგიის ნიუანსებსში წვდომის უნარს, იგი ძირითადად მმართველ პლანეტას – ვენერას უნდა უმადლოდეს. თუ კირჩხიბი სუსტი სქესის წარმომადგენლებს ემოციური კუთხით უახლოვდება, სასწორს ისეთი წვრილმანი, მაგრამ ქალისთვის აუცილებელი სფეროები ესმის როგორიცაა: შოპინგი, ლამაზად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილება და სახელოვნებო სფეროების სიყვარული. მას შეუძლია თავადაც ოსტატურად შეურჩიოს საყვარელ ქალს შესაფერისი იმიჯი, თმის ვარცხნილობა, სამოსი და ა.შ. იგი რბილი, ლოიალური და არაკონფლიქტური კაცია, რომელსაც ურჩევნია ყოველთვის ქალს მიანდოს გადაწყვეტილების მიღება. არასოდეს იქცევა დიქტატორულად და იშვიათად უხეშობს საყვარელ ადამიანთან. ყოველთვის მოწესრიგებული, მოდური და ელეგანტურია. ამასთან ერთად, გააჩნია კარგი ინტელექტუალური შესაძლებლობები და დიპლომატიური მიდგომის ნიჭი, რის ხარჯზეც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან ახერხებს თავის დაძვრენას.

 

კირჩხიბი – კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველი მთვარე გახლავთ. მთვარე კი ქალური ენერგეტიკის მქონე უმთავრესი პლანეტაა. ამიტომ მამაკაც კირჩხიბში, რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის მოგეჩვენოთ იგი, საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ მარტივად აღმოაჩენთ გარკვეულ, “ფემინურ” შტრიხებს, რის საფუძველზეც მას ძალიან კარგად გამოსდის საწინააღმდეგო სქესის ფსიქოლოგიის შესწავლა. იგი არასოდეს დარჩება გაკვირვებული ქალის ცრემლებითა და ემოციებით, იმიტომ რომ შინაგანად თავადაც არანაკლებ სენსიტიურია. კირჩხიბისთვის არც დედობის ტვირთი და სიმძიმეა გაუგებარი, ამიტომ მეუღლეს ორსულობის და ჩვილის აღზრდის პერიოდში ამ კაცზე უკეთ ვერც ერთი მამრი ვერ გაუგებს და დაუდგება  მამაკაც კირჩხიბს უყვარს სამზარეულო და ხშირად ეხერხება გემრიელი კერძების კეთება. ამიტომ ისეთი ქალისთვის, რომელსაც ამ უკანასკნელის ზედმეტად მზრუნველი ხასიათი და პერიოდული დეპრესიის შემოტევები არ გააღიზიანებს, კირჩხიბი ნამდვილი საჩუქარი იქნება.

 

თევზები  – მისი მთავარი “კოზირი” კარგი ფსიქოლოგიური ხედვა, მოსმენის კულტურა და ემოციური მზრუნველობაა, რომელსაც იგი მაქსიმალურად ავლენს საყვარელი ქალის მიმართ. მამაკაცი თევზი, რბილი და ლოიალური პარტნიორია. იგი მზადაა ემოციური და მენტალური დასაყრდენი იყოს ქალისთვის, მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როცა ეს უკანასკნელი ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს ეჯახება ან გარშემო მყოფებისგან უსამართლო დამოკიდებულებით გულნატკენია. თევზები გულდასმით მოგისმენთ, განუგეშებთ, დაგამშვიდებთ და იქნება თქვენ გვერდით. თუმცა, თუკი მისგან სიმამაცეს ან “მტრებისთვის” ჯეროვანი პასუხის გაცემას მოითხოვს ქალი, მამაკაცი თევზი აუცილებლად იპოვნის გზას ამ ერთობ რთული მისიისგან თავის ოსტატურად დასაძვრენად.

 

წყარო: yellowblog.ge

იტვირთბა....