ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აპირებს თუ არა გოლეთიანი ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდეს – აქტივისტის განმარტება

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, ვარლამ გოლეთიანი კატ აცხადებს, რომ მათ, აქტივისტებს არა აქვთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან პრობლემა, მაგრამ ჰესის მოწინააღმდეგეების ერთობა არის სახალხო მოძრაობა. გოლეთიანმა 7 მაისს ფეისბუქ ჩართვისას უარყო ხმები იმის შესახებ, რომ რიონის ხეობის მცველები აპირებენ შეურთდნენ ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ აქციას 16 მაისს.

“ჩვენ ვართ სახალხო მოძრაობა და ვცდილობთ თვითონ ჩვენ, ხალხმა მოვახერხოთ გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის ირგვლივ და ჩვენი გაერთიანებით, ყოველგვარი პარტიული დღის წესრიგის გარეშე შევძლოთ გადაწყვეტა და იძულება დაქირავებული ხელისუფლების, რომ იყოს გამტარი და აღმსრულებელი ხალხის ნების. ეს არის ჩვენი სურვილი.

რაც შეეხება იმ ფეისბუქგვერდებს, რომელიც იქმნება ისტერიულად და თან სპონსორდებიან ასეთი გვერდები, ვინ დგას ამის უკან ეს ჩვენ არ ვიცით და სიმართლე გითხრათ არც გვაინტერესებს, მაგრამ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს 16 მაისის აქციასთან ვერთიანდებით, რომ ჩვენი ხედვები ერთი და იგივეა რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

რაღაც ხედვებში შეიძლება არსებობდეს თანხვედრა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღის წესრიგის და მესიჯბოსქების მიხედვით გვაქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი აცდენები. კიდევ ერთხელ ვამბობ, იდეოლოგიურად და საფუძველშივე გამოვრიცხავთ რაიმე პარტიული გზებით მოქმედებას“ – განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისათვის, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და 16 მაისს თბილისში, 9 აპრილის ბაღში დემონსტრაციას გამართავს. ვასაძემ ასევე აღნიშნა, რომ 23 მაისს ის რიგით მონაწილედ შეუერთდება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციას.

იტვირთბა....