ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამადაშვილი: იმედგაცრუებული ვართ, პრეზიდენტს უნდა გამოეჩინა მეტი დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება

“იმედგაცრუებული ვართ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვეტო უფლება გამოყენებული არ იქნა, მაგრამ ჩვენი მხრიდან ინიცირებას გავუკეთებთ, როდესაც კანონი შევა ძალაში”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო არ დაადო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის უფლებაა, გამოუყენებს თუ არა ვეტოს.

“პრეზიდენტი ჩვენს ბევრ არგუმენტს იზიარებდა და მითუმეტეს, უნდა გამოეჩინა მეტი დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება და ესარგებლა ვეტოს უფლებით. არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტს იურიდიული თვალსაზრისით სრულიად გამართული პოზიციები ჰქონდა”, – თქვა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

შესაბამისად, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერა. პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს როგორც პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებას.

 

იტვირთბა....