ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგრელიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ვერ მივხვდი რა გააკეთა

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილისთვის გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო არ დაადო. როგორც მეგრელიშვილმა მეტრონომთან უთხრა, ყველა ის არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტს მოუყვანეს, თუ რატომ არ უნდა იქნეს ეს კანონი მიღებული, სალომე ზურაბიშვილმა გაიზიარა.

“ასეთ უცნაურ ფორმას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. ფაქტობრივად, ყველა ის არგუმენტი გაიზიარა, რომელიც ნათქვამი გვქონდა. მან თქვამ,რომ არ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთანო. ვერ მივხვდი ამ პროცესის შინაარს, რა გააკეთა. რადგან პროცესი დაიწყო და მედიატორი პრეზიდენტი იყო, ვიფიქრე…

“როდესაც იაგომ პრედეზინტს საჯაროდ მოუწოდა ვეტოს დადებისკენ, მან გაიზიარა ყველა ის არგუმენტი, რომელიც გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.

სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები გვაქვს ჩვენ და დასავლეთს. ეს არის საბჭოთა პოლიციური კანონი”, – თქვა მეგრელიშვილმა მეტრონომთან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიგინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია.

შესაბამისად, პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების ორივე კანონის პროექტს ხელს მოაწერა. პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს როგორც პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების გადაწყვეტილებას.

 

იტვირთბა....