ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჯაფარიძე ვასაძეზე: ერთია, როცა ხალხს Brainwashings უკეთებს, მეორეა, როცა ქუჩაში ჯვრით, გამოდის და აჩვენებს, რომ კლოუნია

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ლევან ვასაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ უკეთესია, ვასაძისნაირი ადამიანები დღის შუქზე უფრო ხშირად გამოჩნდნენ, რათა კარგად დავინახოთ, რას წარმოადგენენ. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ერთია, როცა ლევან ვასაძე ზის თავის კაბინეტში და კვაზი ინტელექტით რაღაცა წიაღსვლებში მიდის და ადამიანებს Brainwashing (ტვინის წმენდა) უკეთებს და მეორეა, როცა ქუჩაში გამოდის ხის ჯვრით და ხელზე გადახვეული ქამრით და აჩვენებს, რომ კლოუნია ჩეულებრივი სინამდვილეში. როცა საუბრობს, ერთი ხაზი ეგ არის, რომ ლიბერალური დემოკრატია არის ცუდი, ჩვენთვისაც ცუდია და რაღაცა ჩვენი უნდა გვქონდეს ტრადიციაზე დაფუძნებული, რაღაც სუვერენული დემოკრატიის მსგავსი. კიდევ უფრო ცუდი არის, რასაც წვეთ-წვეთად აწვეთებს. როგორი მაგალითები მოჰყავს, იცი, რომ მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს მოსახლეობა იყო 5 მილიონ ხუთასი ათასი, ახლა ვართ 3 მილიონნახევარი, 2 მილიონი დავკარგეთ და ხომ არ არის ლეგიტიმური ,კითხვა რომ დავსვათ, იქნებ, არ ღირს, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები. ეგეთ მესიჯებს უშვებს. მე არ მჯერა, რომ ეგ გაიყიდება. კი, პროსრუსული განწყობები ქვეყანაში არსებობს და რავი, დაიტესტება, მოვა აგერ არჩევნები და არ მგონია, რომ რაღაც კატასტროფული შედეგი აიღოს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღეს, 6 მაისს, რაინდმა და პრორუსულმა ლევან ვასაძემ ახალი პარტია ერის შექმნა დაანონსა. მანვე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება აიძულებს, გავიდეს კერძო პირის პოზიციიდან და დაიწყოს ქვეყანაზე ზრუნვა.

იტვირთბა....