[su_quote]ჩვენ გვეყოლება ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატებს არჩევნების პირველსავე ტურში დაამარცხებს. 57%-იან ზღვარს ეს ოპოზიცია ვერაფრით გადალახავს. შემიძლია, ეს ცალსახად გითხრათ. შესაბამისად, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენ არათუ 43%-ს, ამ არჩევნებში ბევრად მაღალ შედეგს მივიღებთ[/su_quote]
განუცხადა იმედს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული საბოლოო დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა გუნდმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.