aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

დეკანოიძე ვაშაძეზე: სამწუხაროა, რომ მელიას ციხეში ყოფნის დროს მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს

 წუხელ, საპატიმროში ნიკა მოვინახულეთ. დიდხანს ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების ქართულ ოცნებას. გარდა იმისა, რომ კარგად და მხნედ არის, პოლიტიკურ პროცესს ზუსტად, გამბედავად და საოცრად ფართო კონფიგურაციით აფასებს. ყოველგვარი წვრილმანი გარჩევის გარეშე. რა სამწუხაროა, რომ მისი ციხეში ყოფნის დროს, ნიკას დამოკიდებულებების ფონზე, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი უხამსად მხოლოდ “ერთ ადგილზე” საუბრობს. უდიდესი სხვაობაა, კიდევაც გამოჩნდა გლდანში
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს და ამით, სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

იტვირთბა....