ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დღეს პარლამენტის წევრები ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

დღეს, 6 მაისს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ, ერთად გაიკეთებენ. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 13:00 საათზე აიცრებიან.

4 მაისს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, სინოფარმით აცრა კი 4 მაისიდან დაიწყო.

იტვირთბა....