ისრაელის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არ აზიანებს სპერმას. მკვლევარებმა 43 მამაკაცი მოხალისისგან შეაგროვეს სპერმის ნიმუშები აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.
ვაქცინაციის შემდეგ მათი სპერმის არცერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია ან მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
”ეს წინასწარი შედეგები დამამშვიდებელია ახალგაზრდა მამაკაცი მოსახლეობისთვის, რომლებიც ვაქცინას იკეთებენ”, – აცხადებენ მკვლევარები.