ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თურნავა: საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა უსაფრთხო იქნება

ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის პროცესი განიხილა. საუბარი სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი აცრის გარდა, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც ეხება. ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ტურიზმის სექტორს უსაფრთხო სტუმარ-მასპინძლობის სანაცვლოდ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას გაუწევს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმროებს და რესტორნებს სრული მზადყოფნა აქვთ ითანამშრომლონ ეკონომიკის სამინისტროსთან და შექმნან უსაფრთხო სივრცეები ტურისტებისა და დამსვენებლისთვის.

“ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, ვაქცინირებულ სასტუმროებს და ვაქცინირებულ რესტორნებს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობას ჩვენი ძალებით. საქართველო იქნება ქვეყანა, სადაც სტუმარ-მასპინძლობა იქნება უსაფრთხო,” – აღნიშნა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....