მალიში 25 წლის ქალმა 9 ტყუპი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა freemalaysiatoday-მა გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, მარტში მალის მთავრობამ ფეხმძიმე ქალი მაროკოში გადააფრინა, რათა უკეთესი სამედიცინო მომსახურება მიეღო. როგორც ცნობილია, ქალი 7 ტყუპს ელოდებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დედაც და ბავშვებიც – 5 გოგო და 4 ბიჭი, თავს კარგად გრძნობენ და რამდენიმე კვირაში სახლში დაბრუნდებიან.