დღეს, 5 მაისიდან საფლავებზე გასვლა უკვე შესაძლებელია.
როგორც ცნობილია, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 2-4 მაისს, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეგულაციების ფარგლებში, საფლავებზე გასვლა აკრძალული იყო.
ამ პერიოდში საფლავებთან პოლიცია მორიგეობდა და მსურველებს შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
საკოორდინაციო საბჭოს განმარტებით, ეს შეზღუდვა თავშეყრის წინააღმდეგ იყო მიმართული, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის.