ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ ინდურ შტამთან დაკავშირებით განმარტა, რომ თავად და ამირან გამყრელიძე ერთსა და იმავე რამეს ამბობენ და ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან.
“მე და ამირანმა ინდურ შტამზე ერთი და იგივე რამ ვთქვი. ამირანმა თქვა, რომ ლაბორატორიულად ინდური შტამი არ დასტურდება, თუმცა, შესაძლოა, იყოს ინდური შტამის არსებობის ალბათობა. მე, ამირანს და პაატას განსხვავებული აზრი არასდროს არ გვექნება. მთელი ცხოვრება ერთად გამოვიარეთ, მათ ვენდობი, როგორც ანთებულ სანთელს”, – აღნიშბა ლადო კახაძემ.
მისივე თქმით, ინდური შტამი საქართველოში დასაშვებია იმიტომ, რომ თურქეთში უკვე დაფიქსირდა. გარდა ამისა, კახაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, უსიმპტომო ადამიანი შემოვიდეს და მოგვიანებით აღმოაჩნდეს კორონავირუსი.