ახალი ამბები კორონავირუსი

რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, პარლამენტის წევრები და მთვრობის წარმომადგენლები სინოფარმისა და ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრებიან.

“პარლამენტის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები ასაკობრივი სპექტრის მიხედვით აიცრებიან. თუ არიან 55 წლამდე, სინოფარმის ვაქცინით აიცრებიან, ვინც არის 55 წლის ზემოთ და უპირატესობას ანიჭებს ასტრაზენეკას, მას აქვს არჩევანი, ასტრაზენეკათი აიცრას . ჩვენი რეკომენდაციაა, 55 წლის ზემოთ აიცრან ასტრაზენეკას ვაქცინით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ვაქცინაციის მაგალითი მივცეთ და ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს.

იტვირთბა....