ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს მელიას პოლიტიკური ტყვეობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ნიკა მელია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატებმა მოინახულეს.

როგორც საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსულმა მელიას უფლებადამცველმა, დიმიტრი  საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მელიას პოზიციები ყველა საკითხზე უცვლელია.

“ბუნებაში არ არსებობს თანხმობის პროცედურა, რომ ნიკა მელია უნდა დათანხმდეს რამეს და შესაბამისად, ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პროკურატურას შეუძლია, ნებისმიერ დროს იშუამდგომლოს და ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერ დროს დაასრულოს ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა, რაც კარგი იქნება, ზოგადად, ქვეყნისთვის”, – აცხადებს საძაგლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. მან ციხე ამნისტიის აქტით ან გირაოს სანაცვლოდ უნდა დატოვოს. მელია ამბობს, რომ გირაოს იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოხდება.

იტვირთბა....